;

ბრენდინგი

ბრენდის იდენტობის დიზაინი გულისხმობს მისი ვიზუალური მხარის ჩამოყალიბებას. ამ მხრივ, ხდება კომპანიისთვის დამახასიათებელი ფერების, ფორმების და დამწერლობის (ფონტის) განსაზღვრა და სხვა მასთან დაკავშირებული ვიზუალური ელემენტების (ლოგო, სავიზიტო ბარათები, საკანცელარიო ნივთები და ა.შ.) შექმნა. 

ბრენდის იდენტობის დიზაინი ასევე მოიცავს ბრენდის სტილის და მისი გამოყენების გზამკვლევის შედგენას, რაც შემდგომ მიმართულებას აძლევს  სხვა დიზაინერების, მარკეტინგის და ვებ დიზაინერების სამუშაოს.