;

ინფოგრაფიკები

შესაძლოა გაქვთ გარკვეული ინფორმაცია ან ბევრი მონაცემები რისი გაზიარებაც გსურთ სხვებისთვის, მათთვის საინტერესო და ადვილად გასაგები ფორმით. ამის შესაძლებლობას იძლევა ინფოგრაფიკები, რომელიც ტექსტთან ერთად შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა გრაფიკულ ელემენტებს, მაგ. ფოტოებს, ცხრილებს, რუქებს, იკონებს და ა.შ.

ინფოგრაფიკები შეიძლება იყოს სტატიკური, დინამიური (მოძრავი), ასევე ინტერაქტიული (მაგალითად რუკა, რომელიც რეგიონების ან ქალაქების მიხედვით ცოცხალ რეჟიმში ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა). მათი გამოყენება შეიძლება კლევის შედეგების წარმოსაჩენად ან გარკვეული პროცესების ასახსნელად.